ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
კურსის აღწერა
ეს კურსი წარმოგიდგენთ ეკლესიის ბიბლიურ კონცეფციას, როგორც ცენტრალურს ღმერთის საქმეში დედამიწაზე. სტუდენტი მიიღებს ცოდნას ქრისტიანული ერთობის, ეკლესიის წევრობის, მოზიარეობის, მსახურების ფინანსური დახმარების, მეათედის, ნათლობის, ზიარების, ეკლესიური დისციპლინისა და ეკლესიის სიმწიფის ნიშნების შესახებ. კურსი განმარტავს პრინციპებს და მათ გამოყენებას ეკლესიის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.
კურსის მიზნები
1. ეკლესიის არსისა და ბიბლიური აღწერის გაგება.
2. ეკლესიისთვის ღვთის გეგმის და მისი მოქმედების დანახვა ეკლესიაში.
3. ეკლესიის წევრისა და ლიდერის პასუხისმგებლობის შესწავლა.
4. ადგილობრივი ეკლესიის მხარდაჭერის, ადმინისტრირებისა და განვითარების პრინციპების გამოყენება.
5. ეკლესიის შესახებ სწავლებისათვის შინაარსისა და სტრუქტურის უზრუნველყოფა.
გაკვეთილების დასახელებები
ერთი ღმერთი და ერთი ეკლესია
ქრისტიანული ერთობა
ადგილობრივი ეკლესია
საეკლესიო ასოციაციები
ეკლესიის წევრობა
ცხოვრება ერთმანეთთან მოზიარეობაში
ეკლესია მსოფლიოში
ადგილობრივი ეკლესიის მხარდაჭერა
მეათედი
ნათლობა
ზიარება
ეკლესიური დისციპლინა (წესრიგის აღსრულებაა)
ქრისტიანი ლიდერის ხასიათი
სულიერი ნიჭები
ეკლესიის სიმწიფისათვის საჭირო საკითხები